logo
ENG



"ამორალური საქციელია" - ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები კოლეგის სიკვდილით სპეკულირებენ

17 ივლ 202112:07
3 წუთის საკითხავი
 
"ამორალური საქციელია" - ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები კოლეგის სიკვდილით სპეკულირებენ
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტები TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილით მანიპულირებენ.  მისივე თქმით, ჟურნალისტების ნაწილი "პოლიტიკურ კამპანიაში" ჩაერთო. 

"ძალიან დიდი ამორალური საქციელია თქვენი კოლეგის სიკვდილით სპეკულირება და ამით მანიპულირება საზოგადოებაზე. სპეკულირებს, რა თქმა უნდა, ერთადერთი დესტრუქციული ძალა, ეს არის სააკაშვილი და მისი რადიკალური ჯგუფი. ყველა, ვინც ახლა არის გაერთიანებული მის გარშემო, რა თქმა უნდა, ატარებს სააკაშვილის პოლიტიკას. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ჟურნალისტების ნაწილი უკვე პირდაპირ არის ჩაბმული პოლიტიკურ კამპანიაში და აქციებში, ეს, რა თქმა უნდა, არ აისახება ჯანმრთელად და კარგად მედიაგარემოზე. მაგრამ ეს მათი არჩევანია ", - ამბობს ღარიბაშვილი.

პრემიერი ამასთან აცხადებს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ჟურნალისტებს თავისუფლად გადაადგილებისა და მუშაობის საშუალება ჰქონდეთ.

5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის დროს 53 ჟურნალისტი დაშავდა. ლექსო ლაშქარავა, რომელსაც სირცხვილიას ოფისთან სცემეს, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მედიის წარმომადგენლები ლაშქარას სიკვდილზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, რადგან მათ ვერ შეძლეს აქციაზე ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 

მედიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს აწყობენ, მოითხოვენ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას. 


close დახურვა